„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის N156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
132
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-26
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.025.016163
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის N156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №132

2014 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის №156 ბრძანებით (გამოქვეყნების წყარო, თარიღი: www.matsne.gov.ge; 25/10/2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.025.016121) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში;“.

ბ) მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;“.

გ) მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ძალიან კარგად;“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე

კრებსითი — სრული ვერსია