|
„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2014 წლის 14 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და 46-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესი.” |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 01 იანვარიდან. |
|
საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების, ასევე საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მონიტორინგის წესსა და პირობებს. 2. წინამდებარე წესის მიზანია ხელი შეუწყოს მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის სისტემის სრულყოფას, მაღალხარისხიანი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სწავლების პროცესის დამკვიდრებასა და განვითარებას, მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის სისტემის მუდმივ სრულყოფასა და განვითარებას. 3. წინამდებარე წესში მოცემული ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსის (შემდგომში STCW კოდექსი) განსაზღვრული მნიშვნელობით. მუხლი 2. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო 1. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების აღიარებას შესაბამისი დაწესებულებების ავტორიზაციისა და მათი სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის გზით ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ (ტექსტში შემდგომ – სააგენტო) მონაწილეობით. 2. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარებას „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ რეკომენდირებული მოდელური კურსების შესაბამისად უზრუნველყოფს სააგენტო. 3. სააგენტო საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების მიზნით გასცემს აღიარების სერტიფიკატს, რომლის მიხედვით განისაზღვრება სწავლებისა და წვრთნის კურსები (პროგრამები), რომლის ჩატარების უფლებამოსილებაც გააჩნია შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას. 4. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების სერტიფიკატის ფორმა და მასზე დასატანი ინფორმაცია განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი კურსების აღიარების სერტიფიკატი სრულდება ქართულ და ინგლისურ ენაზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №08- ვებგვერდი, 21.05.2020წ. მუხლი 3. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი კურსების აღიარების წესი და პირობები 1. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების ან საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების მიღების მიზნით აუცილებელია სააგენტოს მიერ დამტკიცებული განაცხადის წარდგენა. 11. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარების მიღების მიზნით, დაწესებულებამ სააგენტოს განაცხადთან ერთად ასევე, უნდა წარუდგინოს თვითშეფასების შევსებული ფორმა (დანართი №4). 12. საზღვაო საწვრთნელი დაწესებულებების აღიარება ხორციელდება საზღვაო საწვრთნელი დაწესებულების აღიარების სტანდარტის შესაბამისად (დანართი N5). 2. საზღვაო საწვრთნელი დაწესებულებების აღიარების განაცხადს, თვითშეფასების შევსებულ ფორმასთან ერთად, უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია: ა) მოქმედი ხარისხის სტანდარტის სერტიფიკატის ასლი; ბ) სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 21. საზღვაო საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია: ა) საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) სასწავლო გეგმა (სილაბუსი), კურსის (პროგრამის) ხანგრძლივობა, განრიგი, სწავლების მეთოდი, რომლებიც შემუშავებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ რეკომენდებული მოდელ-კურსების შესაბამისად; მათ შორის; ა.ა) შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ კურსზე (პროგრამაზე) მისაღებ მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა, კურსის (პროგრამის) მსმენელების პროპორციულობა ინსტრუქტორებისა და შემფასებლების რაოდენობასთან მიმართებით; ა.ბ) საზღვაო-საწვრთნელ კურსზე (პროგრამაზე) მისაღები მსმენელის პროპორციულობა შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში არსებულ აღჭურვილობებისა და მოწყობილობებთან მიმართებით; ა.გ) შეფასების კრიტერიუმები და მიზანი; ბ) სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ინსტრუქტორების, ზედამხედველებისა და შემფასებლების სახელი, გვარი, რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია სააგენტოს მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად; დ) სიმულატორზე დაფუძნებული ტრენაჟორების არსებობის შემთხვევაში, მწარმოებლის მიერ გაცემული სერტიფიკატი; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 22. სააგენტო უფლებამოსილია აღიაროს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მიერ შემუშავებული ის შემოკლებული კურსები, იმავე სახელწოდების სრული კურსის ნაწილად, რომლის განხორციელების საშუალებას იძლევა STCW კონვენცია. 3. საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი კურსებისთვის (პროგრამებისათვის) ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია /დოკუმენტაცია. 4. სააგენტოს მიერ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების განცხადება და თანდართული მასალები საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა ან საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) აღიარების შესახებ განიხილება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 5. სააგენტო გადაწყვეტილებას საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა ან/და საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების ან აღიარებაზე უარის შესახებ იღებს ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან საფასურის წესის შესაბამისად დადგენილ ვადაში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია დაჩქარებული მომსახურების გაწევა. 6. სააგენტო საზღვაო საწვრთნელი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი განაცხადის და თვითშეფასების განხილვის შემდეგ ადგილზე ამოწმებს წარდგენილი ინფორმაციის ნამდვილობას ან/და უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მათი ნამდვილობის დადასტურების მიზნით. 7. სააგენტოს გადაწყვეტილება საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების ან აღიარებაზე უარის შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 71. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და პერიოდული მონიტორინგის მიზნით, სააგენტოში იქმნება შემმოწმებელი ჯგუფი და კომისია, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და პერიოდული მონიტორინგის პროცედურაში მონაწილეობისთვის სააგენტო უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი სფეროს ექსპერტი. 72. სააგენტო უფლებამოსილია საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას დართოს ნება საზღვაო საწვრთნელი კურსი (პროგრამა) ჩაატაროს დისტანციურად ან/და ელექტრონული სწავლებით. 73. დინსტანციური ან/და ელექტრონული სწავლება უნდა განხორციელდეს STCW კონვენციის B-I/6 რეგულაციის შესაბამისად. 8. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარების ვადა განისაზღვრება 5 წლით. 9. საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების ვადად განისაზღვრება 3 წელი. 10. შესაძლებელია საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების ან საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) აღიარებაში შევიდეს ცვლილება დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე. სააგენტო განცხადებას ცვლილების შესახებ განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. თუ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების ან საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) აღიარებაში შევა ცვლილება, სააგენტო ცვლილების შეტანას ადასტურებს ახალი სერტიფიკატის გაცემით, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრება ის თარიღი, რომელიც მითითებულია სერტიფიკატში, სადაც შევიდა ცვლილება. 11. აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები ვალდებულნი არიან მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის თაობაზე საერთაშორისო აქტებში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, განაახლონ და საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი სასწავლო-საწვრთნელი კურსის პროგრამები. მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის თაობაზე საერთაშორისო აქტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებს ეცნობება სააგენტოს მიერ, სააგენტო მათ ასევე განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაში საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საზღვაო-საწვრთნელი კურსის პროგრამების საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა. სააგენტოს მიერ მითითებულ ვადებში, სასწავლო-საწვრთნელი დაწესებულებების მიერ, მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების პროგრამების საერთაშორისო აქტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებისათვის ან საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამებისათვის) აღიარების გაუქმების თაობაზე. 12. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემოკლებულ კურსებზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 05.09.2018წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №85 - ვებგვერდი, 06.10.2025წ. მუხლი 31. საზღვაო საწვრთნელი დაწესებულების აღიარების სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება 1. საზღვაო საწვრთნელი დაწესებულების აღიარების სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება სამდონიანი სკალის საშუალებით: „შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, „ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“ და „არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“. შეფასების კრიტერიუმები წარმოდგენილია შემდეგი სახით: ა) „შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს - დაწესებულებაში არსებული რესურსი, სისტემა/პროცესები და მიღწეული შედეგები სრულად აკმაყოფილებს სტანდარტის მოთხოვნებს; ბ) „ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“ – დაწესებულება მეტწილად აკმაყოფილებს სტანდარტის მოთხოვნებს. მას აქვს შესაბამისი შესაძლებლობა და რესურსი, რომ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, არაუმეტეს ექვსი თვის ვადაში, სრულად დააკმაყოფილოს სტანდარტის მოთხოვნები; გ) „არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“ – დაწესებულება არსებული რესურსით, სისტემითა და პროცესით ვერ უზრუნველყოფს სტანდარტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №85 - ვებგვერდი, 06.10.2025წ. მუხლი 4. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების ინსტრუქტორების, ზედამხედეველებისა და შემფასებლების აღიარების წესი 1. ინსტრუქტორები, ზედამხედველები და შემფასებლები, გარდა კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმებისა, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს: ა) გააჩნდეთ შესაბამის საწვრთნელ კურსთან დაკავშირებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება; ბ) გააჩნდეთ 3 (სამი) წლიანი-სწავლების გამოცდილება ბოლო 10 (ათი) წლის განმავლობაში ან გავლილი ჰქონდეთ ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის მომზადების კურსი; გ) გავლილი ჰქონდეთ სიმულატორზე დაფუძნებული საწვრთნელი კურსის მომზადება და გააჩნდეთ კონკრეტული სიმულატორის პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება, იმ შემთხვევაში, თუ საწვრთნელი კურსი დაფუძნებულია სიმულატორზე. 11. ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის მომზადების კურსი და სიმულატორზე დაფუძნებული საწვრთნელი კურსის მომზადების კურსი უნდა ჩატარდეს სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ ცენტრში, სააგენტოს მიერ აღიარებული პროგრამის მიხედვით. 12. გამონაკლის შემთხვევაში, თუ აღნიშნული კურსები ჩატარდება იმ პროგრამით, რომელიც არ არის აღიარებული სააგენტოს მიერ, კურსის დაწყებამდე, აღნიშნული პროგრამისა და კურსის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის შემოწმება უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ, რაზედაც მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება კურსების განმახორციელებელ დაწესებულებას. 2. შემფასებელი, კანონმდებლობით და წინამდებარე წესით დადგენილ მოთხოვნებთან ერთად, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) გავლილი ჰქონდეს მეზღვაურთა შეფასების მეთოდიკასთან დაკავშირებული წვრთნა; ბ) სიმულატორების საშუალებით შეფასებისას, გააჩნდეს შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება. 3. კონკრეტული კურსის ინსტრუქტორისა და შემფასებლის მიმართ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგენილია დანართი №2-ით. 4. სააგენტო უზრუნველყოფს შერჩეული ინსტრუქტორებისა და შემფასებლების რეესტრის წარმოებას მეზღვაურთა დოკუმენტმართვის სისტემის ელექტრონულ მოდულში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 13.10.2020წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანება №08 - ვებგვერდი, 04.06.2021წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 4 მაისის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 04.05.2022წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №85 - ვებგვერდი, 06.10.2025წ. მუხლი 41. საწვრთნელ კურსებში გამოყენებული სიმულატორების მიმართ დაწესებული მოთხოვნები 1. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი სიმულატორები გამოიყენოს შემდეგი საზღვაო-საწვრთნელი კურსების განხორციელებისთვის: ა) ელექტრონულ-კარტოგრაფიული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემების (ეკმდის) გამოყენება (ECDIS); ბ) GMDSS რადიოოპერატორი; გ) რადიოლოკაციური ნაოსნობა, რადიოლოკაციური გავლება, ავტომატური რადიოლოკაციური სისტემების გამოყენება (RADAR №avigation, Radar Plotting, Use of ARPA); დ) რადარი, არლგს, ხიდურის გუნდური მართვა და საძიებო-სამაშველო ოპერაციები (Radar, Arpa, Bridge Teamwork And Search And Rescue); ე) სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვა (Bridge Resource Management); ვ) ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა (Oil Tanker Cargo and Ballast Handling); ზ) ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა (Chemical Tanker Cargo and Ballast Handling); თ) (ამოღებულია - 02.10.2025, №85); ი) გემის მართვა და მანევრირება (Ship’s Handling); კ) პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლუატაციის სპეციალიზირებული წვრთნა (Advanced Training for Ships Operating in Polar Waters ); ლ) აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის სპეციალიზირებული წვრთნა (Advanced Training for Ships Subject to the IGF Code); მ) სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა (Engine Resource Management). 2. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საზღვაო საწვრთნელი კურსების ჩატარების დროს იხელმძღვანელოს STCW კონვენციის A-I/12 ნაწილის და B-1/12 ნაწილის შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წვრთნების დროს სიმულატორები უნდა გამოიყენებოდეს სრული შესაძლებლობით (Full mission) და აკმაყოფილებდეს დანართი №3-ის №1 და №2 ცხრილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 4. სრული შესაძლებლობით (Full mission) სიმულატორი არის სიმულატორი, რომელიც მოიცავს ფიზიკური რეალიზმის, ქცევითი რეალიზმისა და გარემოს რეალიზმის (Physical realism, behavioural realism, environmental realism) აღქმასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს STCW კონვენციის A-I/12, B-I/12 რეგულაციების შესაბამისად. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „თ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სიმულატორების მიერ შესასრულებელი ფუნქციების მიმართ დადგენილი მოთხოვნები განისაზღვრება დანართი №3-ის №3 ცხრილით. 6. სიმულატორზე დაფუძნებული საწვრთნელი კურსის ჩატარებისთვის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მიერ გაცემული სიმულატორის პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზია. 7. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება ვალდებულია, მოქმედ ხარისხის მართვის სისტემაში, გააჩნდეს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მართვის პროცედურა, რომელიც მოიცავს სიმულატორების ყოველწლიურ შემოწმებას ან/და განახლებას. დაწესებულება ვალდებულია განახლების შემთხვევაში წარმოადგინოს ვალიდური შესაბამისობის დოკუმენტი (statement of compliance), რომელიც გაცემულია საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები მოწმდება შესაბამისი მტკიცებულებების შეფასების გზით, რომელიც წარმოადგენს საწვრთნელი კურსის აღიარების/მონიტორინგის ნაწილს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 აპრილის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 21.04.2022წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №85 - ვებგვერდი, 06.10.2025წ. მუხლი 5. საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) გავლის დოკუმენტური დასაბუთების აუცილებელი რეკვიზიტები 1. საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) გავლის დოკუმენტური დასაბუთება უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების სახელწოდებას, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) დოკუმენტის უნიკალურ ნომერს; გ) გავლილი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) დასახელებას და მითითებას STCW კონვენციის შესაბამის რეგულაციაზე; დ) კურსდამთავრებულის სახელს, გვარს, პირად ნომერს და მეზღვაურის ნომერს; ე) მითითებას კურსდამთავრებულის მიერ საზღვაო-საწვრთნელი კურსის წარმატებით დასრულების ან კვალიფიკაციის შესაბამისი დონის მიღწევის შესახებ; ვ) მითითება საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამა) აღიარებულია სააგენტოს მიერ; ზ) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას; თ) კურსდამთავრებულის ხელმოწერას. მუხლი 6. სააგენტოს მიერ საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგი 1. სააგენტო „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების ყოველწლიური მონიტორინგი, მეზღვაურთა განათლების, სწავლებისა და წვრთნის საერთაშორისო სტანდარტებთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. 2. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგი გულისხმობს საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და მათი სასწავლო კურსების (პროგრამების) შეფასებას წინამდებარე წესის, კონვენციითა და STCW კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით. 3. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგი სააგენტოს მიერ შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირთან – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან ერთობლივად, ისე დამოუკიდებლად. 4. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების სააგენტოს მიერ დამოუკიდებლად განხორციელებული მონიტორინგის შედეგები სააგენტოს მიერ ეგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, შემოწმების შედეგებზე რეაგირებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (ავტორიზაციის, აკრედიტაციის გაუქმების შესახებ და ა.შ.) გამოყენების მიზნით. მუხლი 7. სააგენტოს მიერ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მონიტორინგი 1. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგი გულისხმობს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) შეფასებას აღიარების პირობებთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. 2. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების ან მისი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) მონიტორინგის, მათ შორის, ვიდეო და დაუგეგმავი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, თუ გამოვლინდება შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მიერ აღიარების პირობების ან/და განათლების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა ან/და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამების) აღიარების შეჩერების ან/და გაუქმების შესახებ. 3. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) აღიარების შეჩერების შემთხვევაში შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას განესაზღვრება ვადა (არა უმეტეს 6 თვისა), რომლის განმავლობაში იგი ვალდებულია აღმოფხვრას სააგენტოს მიერ მითითებული ხარვეზები. ხარვეზების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს შესაბამისი დაწესებულების აღიარება. 4. აღიარების გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას უწყდება უფლებამოსილება განაგრძოს სწავლების/წვრთნის კურსები ან/და გასცეს შესაბამისი კურსის (პროგრამის) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. აღიარების გაუქმებიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას უფლება არა აქვს საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულების ან მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) ხელახალი აღიარების მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს. 6. თუ კურსის (პროგრამის) აღიარების მოქმედების ვადის პერიოდში კურსის შეჩერება მოხდა სამჯერ, სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს აღნიშნული საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამა) აღიარება. 7. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგი ხორციელდება საზღვაო საწვრთნელი დაწესებულების აღიარების სტანდარტის შესაბამისად, რომელიც უნდა მოიცავდეს სტანდარტის არანაკლებ 30% კომპონენტის/კრიტერიუმის შეფასებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №85 - ვებგვერდი, 06.10.2025წ. მუხლი 8. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მონიტორინგის ზოგადი პირობები 1. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) მონიტორინგი სააგენტოს მიერ ხორციელდება წელიწადში არანაკლებ ერთხელ. ამასთან, სააგენტოს გადაწყვეტილებით, სააგენტო უზრუნველყოფს საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების არაგეგმური მონიტორინგის განხორციელებას, რომლის შესახებაც დაწესებულებას ეცნობება უშუალოდ მონიტორინგის დაწყების წინ. 11. სააგენტოს მიერ ხორციელდება საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) მიმდინარეობის ვიდეომონიტორინგი, ონლაინ რეჟიმში. სააგენტო არ ახდენს ვიდეოჩანაწერების წარმოებას, შენახვას ან/და სხვა პირზე გადაცემას. ვიდეომონიტორინგის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება დანართი №1-ის შესაბამისად. 2. (ძალადაკარგულია - 12.10.2020, №14). 3. (ძალადაკარგულია - 12.10.2020, №14). 4. სააგენტო უფლებამოსილია დაესწროს საზღვაო-საწვრთნელი კურსის დასრულების შემდგომ, მეზღვაურის თეორიული ან/და პრაქტიკული გამოცდის მიმდინარეობას. 5. თეორიული გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით მეზღვაურთა დოკუმენტმართვის სისტემის ელექტრონულ მოდულში, სააგენტოსთან შეთანხმებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მიერ დამტკიცებული პროცედურის მიხედვით. 51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული თეორიული გამოცდის ჩატარება შესაძლებელია წვრთნის დასრულებიდან მაქსიმუმ 5 თვის განმავლობაში. 6. სააგენტო უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევებში საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას დართოს ნება, გამოცდა ჩაატაროს რეალურ სივრცეში. 7. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები ვალდებულია სააგენტოს აცნობოს დაწესებულებაში არსებული შიდა ტრენინგების/წვრთნების (In-house training) ჩამონათვალი, მათ შორის ახალი წვრთნის დამატების შემთხვევაშიც. 8. საზღვაო საწვრთნელი დაწესებულება, რომელსაც შესაბამისი წვრთნების პრაქტიკული უნარ-ჩვევების ასათვისებლად იყენებს სხვა დაწესებულების პრაქტიკის ობიექტს, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა უნდა იყოს არანაკლებ ასაღიარებელი კურსის (პროგრამის) ვადისა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 21 ივლისის ბრძანება №01 - ვებგვერდი, 25.07.2017წ. მუხლი 9. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების რეესტრი 1. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების თაობაზე არსებული მონაცემების სისტემატიზაციისა და მათი საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტო აწარმოებს ავტორიზებული საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების რეესტრს (ტექსტში შემდგომ – რეესტრი). 2. რეესტრში შეიტანება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების თაობაზე შემდეგი მონაცემები: ა) დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და მისამართი; ბ) მონაცემები დაწესებულების ხელმძღვანელი პირის (პირების) ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ; გ) საზღვაო-სასწავლო დაწესებულების შემთხვევაში: გ.ა) საზღვაო-სასწავლო დაწესებულების ავტორიზაციის თარიღი და ავტორიზაციის მოქმედების ვადა; გ.ბ) ინფორმაცია შესაბამის საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საზღვაო-სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ; გ.გ) შესაბამისი საზღვაო-სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თარიღი და მოქმედების ვადა. დ) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების შემთხვევაში: დ.ა) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარების თარიღი და აღიარების მოქმედების ვადა; დ.ბ.) ინფორმაციას შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი კურსებისა (პროგრამებისა) და აღიარების მოქმედების პერიოდის შესახებ; ე) მონაცემები საზღვაო-სასწავლო დაწესებულებისა და მათი სასწავლო პროგრამების ავტორიზაციისა/აკრედიტაციის და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამების) აღიარების გაუქმების შესახებ; ვ) მონაცემები საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამების) აღიარების შეჩერებისა და მისი განახლების თაობაზე; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია. 3. რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს რეესტრში შეტანილ მონაცემებს და მიიღოს ამონაწერი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სააგენტო უზრუნველყოფს რეესტრის ონლაინ ვერსიის წარმოებასა და მის განთავსებას სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
დანართი №1 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 1 ივლისის ბრძანება №05- ვებგვერდი, 03.07.2019წ. ვიდეომონიტორინგის ჩატარების წესი და პირობები 1. საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში მონიტორინგისათვის ვიდეოკამერა უნდა იყოს არანაკლებ 2 mega pxl, ჰორიზონტალური გარჩევადობა არანაკლებ 1280X1080, 1/2.8 CMOS მატრიცა, პროგრესული სკანირებით. 2. ვიდეოკამერა ისე უნდა იყოს დამონტაჟებული, რომ ხედვის არე მოიცავდეს მთლიან საკლასო ოთახს. 3. ვიდეოკამერა დამონტაჟებული უნდა იყოს ასევე პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარების ადგილებში. 4. ვიდეოკამერა არ ახორციელებს ხმის ჩაწერას. 5. ვიდეო-მონიტორინგს ახორციელებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მეზღვაურთა დეპარატმენტის მეზღვაურთა განათლების სისტემაზე ზედამხედველობის სამმართველო, რომელსაც რეალური დროის რეჟიმში IP მისამართის საშუალებით მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით გააჩნია წვდომა. 6. საზღვაო-საწვრთნელმა დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ვიდეოგადაღების შედეგად მიღებული ჩანაწერების შენახვა არანაკლებ 14 დღისა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №85 - ვებგვერდი, 06.10.2025წ. დანართი №2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანება №08 - ვებგვერდი, 04.06.2021წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 19.11.2021წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 7 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 10.04.2023წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 21 ივნისის ბრძანება №35- ვებგვერდი, 22.06.2023წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 08.12.2023წ.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აღიარებული საწვრთნელი კურსების (პროგრამების) ინსტრუქტორებისა და შემფასებლების მიმართ
დანართი N3 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 აპრილის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 21.04.2022წ. ცხრილი N1 Bridge Operation Simulator
ცხრილი N2 Machinery Operation Simulator
ცხრილი N3 Liquid cargo handling simulator
|