,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3151
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-05-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-01
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.05.001.002.267
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

      მუხლი 1.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ. 187) 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. პოლიციელის თანამდებობრივი და წოდებისათვის დადგენილი სარგოების, აგრეთვე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დანამატისა და კომპენსაციის ოდენობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3151-Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია