„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3142
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-05-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-05-31
სარეგისტრაციო კოდი
040.170.310.05.001.002.258
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე ტენდერში გამარჯვებული პირი ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების 7 პროცენტს მიმართავს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 20 პროცენტს – ფონდში, რომელიც მოხმარდება ფონდის წესდებით გათვალისწინებული სპორტისა და კულტურის განვითარებისათვის განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3142-Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია