,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 თებერვლის N2 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 07/02/2014, 190020020.35.146.016055) დამტკიცებული წესის მე-131 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 131. დევნილთა ოჯახების დახმარება
1. დევნილთა ოჯახებს სურსათის პაკეტით (თითოეულ პაკეტში შევა: ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა ფქვილი, 10 ლიტრი ზეთი, 10 კილოგრამი შაქარი, 5 კილოგრამი ბრინჯი, 5 კილოგრამი მაკარონი) დახმარება გაეწევათ ერთჯერადად.
2. დახმარება გაეწევათ სურსათის პაკეტის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს - ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას“.
|