გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №21 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
42
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-19
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-23
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.148.016240
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №21 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2014 წლის 19 დეკემბერი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №21 დადგენილებაში ,,გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №21 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 02/09/2014; 190040000.35.148.016219) ,,გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებულ წესის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული სოციალური სააგენტოდან 0-დან  60 000-ჩათვლით სარეიტინგო ქულა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია