„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში (სსმ, 25/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის „თ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ.ა) უფასოდ უზრუნველყონ ზარის წამოწყება, დასრულება ან ტრანზიტი, ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინების ინიცირება, გადაცემა ან ტრანზიტი შემდეგ შემთხვევებში:
თ.ა.ა) აბონენტის მიერ საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ტელეფონების 1XX ფორმატის მოკლე ნომრებზე განხორციელებულ ზარებსა და გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე;
თ.ა.ბ) საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ტელეფონების 1XX ფორმატის მოკლე ნომრებიდან ამ სამსახურის გამომძახებელი აბონენტის მიმართულებით უკან განხორციელებულ ზარებსა და გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე;
თ.ა.გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ მითითებულ, შესაბამისი საგანგებო (ექსტრემალური) მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების კონკრეტულ სააბონენტო ნომრებზე განხორციელებულ ზარებზე;“.
|