|
„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N17 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 22/07/2014; 010250040.35.149.016184) დამტკიცებული რეგლამენტის 119-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|