„ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის N54 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
70
მიმღები ორგანო
ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-19
გამოქვეყნების თარიღი
2015-09-30
სარეგისტრაციო კოდი
010320040.35.116.016229
„ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის N54 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
(ძალადაკარგულია - 30.09.2015, №42)

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №70

2014 წლის 19 დეკემბერი

ქ. ცაგერი

 

„ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №54 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,   ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის  №54 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge 17/10/2014წ. სარეგისტრაციო კოდი:010320040.35.116.016213) შეტანილი იქნეს შემდეგი  ცვლილებები:

ა) პირველი თავის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ვ.გ) მუნიციპალიტეტის გამგებელი, როდესაც კონკურსი და ატესტაცია ტარდება როგორც საკრებულოს აპარატის, ისე გამგეობის მოხელეებისათვის“;

ბ) მე-2 თავის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) მუნიციპალიტეტის გამგებელი, როდესაც კონკურსი ან ატესტაცია ტარდება, როგორც საკრებულოს აპარატში, ისე გამგეობაში“;

გ) მე-3 თავის  მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1) საჯარო კონკურსს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობების დასაკავებლად დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით აცხადებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით.“.

დ) მე-3 თავის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარი ყურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია