სსიპ საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის 2014 წლის ანგარიში

დოკუმენტის ტიპი
საჯარო დაწესებულების ანგარიში
დოკუმენტის ნომერი
0
მიმღები ორგანო
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
მიღების თარიღი
2014-12-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-19
სსიპ საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის 2014 წლის ანგარიში

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის 2014 წლის  ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე.

2014 წელს სწავლების ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შევიდა თვრამეტი განცხადება, რომელთაგან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად:

ჩვიდმეტ განცხადებაზე – სწავლების ცენტრმა უზრუნველყო მის ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციის გაცემა;

ერთ განცხადებაზე – „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ასლის გაცემისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა არ განხორციელებულა.

 

დირექტორი                         ნათია ზაალიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია