შეტანილი იქნეს ცვლილება ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №43 დადგენილებაში (სსმ/ვებგვერდი, 29/10/2014 წ, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.130.016120) და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეზე პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა“
|