საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №211
1997 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
თ. კიკნაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული პროფესიული მუსიკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე თეიმურაზ კიკნაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე