|
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 23.04.2007, მუხ. 117) 35-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შემოსავალი და ხარჯები აისახება მის ბიუჯეტში. აღნიშნულ დაწესებულებას აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში და ბეჭედი. ამასთანავე, დაწესებულებას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 12 დეკემბერი 2014 წ. N2942-Iს |