„ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2956-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-12-12
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-23
სარეგისტრაციო კოდი
260000000.05.001.017569
„ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.016869) მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნული ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტები მოქმედებს 2015 წლის 1 ივნისამდე.“;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ფინანსური ანგარიშგების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად მომზადება სავალდებულოა 2015 წლის 1 ივნისიდან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთანავე, 2015 წლის 1 ივნისამდე სუბიექტს უფლება აქვს, გამოიყენოს ეს სტანდარტები.

  8. ფინანსური ანგარიშგების მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად მომზადება სავალდებულოა 2015 წლის 1 ივნისიდან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთანავე, 2015 წლის 1 ივნისამდე სუბიექტს უფლება აქვს, გამოიყენოს ეს სტანდარტები.“;

გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული აკრედიტაციის წესი 2015 წლის 1 ივნისამდე წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.“;

დ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. 2015 წლის 1 ივნისამდე აუდიტორების/აუდიტორული ფირმების პროფესიულ ორგანიზაციებში გაწევრება არ მოითხოვება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 დეკემბერი 2014 წ.

N2956-Iს

კრებსითი — სრული ვერსია