„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის N403 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2138
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018178
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის N403 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2138

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის №403 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის #403 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფოს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების წარმოების მიზნით, პირდაპირი ანგარიშსწორების ან/და აკრედიტივზე თანხის განთავსების გზით იურიდიული კომპანიებისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვისათვის და საქართველოს კანონმდებლობით მასთან დაკავშირებული გადასახადების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 701 930 (შვიდას ერთი ათას ცხრაას ოცდაათი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია