|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.10.003.018196) და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში“ (დანართი №1) 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მთავარი საჯარო თანამდებობა: ა) სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე; ბ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; გ) სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი; დ) დეპარტამენტის უფროსი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|