საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2184
2014 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ჰიდროლეას“ და შპს „კასლეთი 2“-ს შორის 2014 წლის 17 თებერვალს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ჰიდროლეას“ და შპს „კასლეთი 2“-ს შორის 2014 წლის 17 თებერვალს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე დასადები შეთანხმების პროექტი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი