„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2169
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-03
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018104
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2169

2014 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“  (უცხოური საწარმოს ფილიალი)  უძრავი  ნივთების  უსასყიდლო  აღნაგობის   უფლებით  გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ  - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი - ს/კ № 205011609) უსასყიდლო აღნაგობის   უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლით, გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ნივთები .

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს აღნაგობის საგნის გაზსადენის და საკომპრესორო სადგურის  მშენებლობისა და     შემდგომი ექსპლუატაციის  მიზნით  გამოყენება.

3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                        ი. ღარიბაშვილი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია