|
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის დადგენილება № 1 2 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. |
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ |
მუხლი 1.
წესის რეგულირების სფერო
|
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებზე პრემიის გაცემის წესს, პირობებს და მის ოდენობას.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის დადგენილება № 1 2 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება
|
პრემია - საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვისან/დაგანსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. |
მუხლი 3.
პრემიის გაცემის საფუძველი
|
1. პრემია გაიცემა საკრებულოს თანამდებობის პირებსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებზე, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს საფუძველზე.
2. პრემიის გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 3. პრემიის გაცემა ხორცილდება დმანისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის დადგენილება № 1 2 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. |
მუხლი 4.
პრემიის გაცემის წესი, მიზანი და პერიოდულობა |
1. ერთდროულად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს 100%-ს .
2. პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კვარტალური პრემიის გარდა საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრიციპების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს ასევე წელიწადში სამჯერ. |
მუხლი 5.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება
|
1. დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი პირის – საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარისა და აპარატის საჯარო მოხელეების მიმართ პრემიის გაცემის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
2. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის ჩარიცხვას ახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის დადგენილება № 1 2 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. |