,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით (სსმ III, 25.03.2005წ., №34, მუხ.344) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6
1. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. მოადგილეების უფლება-მოვალეობებსა და საკურატორო დანაყოფებს განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი მოადგილე.“.
|