|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
|
ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №27 დადგენილებით (ვებგვერდი 14/08/2014წ. სარეგისტრაციო კოდი190020020.35.158.016172) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება: |
| მუხლი 1 |
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარებისათვის დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“ 2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციარებისათვის დახმარება გაიცემა პირად საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|