„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის N44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
123/04
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2014-12-15
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-15
სარეგისტრაციო კოდი
220010040.18.011.016151
„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის N44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №123/04

2014 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის N44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 67–ე მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის N44/01 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი N2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით
მუხლი 2
ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია კომერციული ბანკების საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე




დანართი N2

 

ბანკის დასახელება

IBAN კოდი

საქართველოს ეროვნული ბანკი

NB

სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო"

AZ

სს "ბაზისბანკი"

BS

სს "ბანკი კონსტანტა"

CN

სს "ბანკი ქართუ"

CR

სს "სილქ როუდ ბანკი"

BT

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია"

VT

სს "ზირაათ ბანკის" თბილისის ფილიალი

ZB

სს "თიბისი ბანკი"

TB

სს "კაპიტალ ბანკი"

IN

სს "კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო“

CS

სს "კორ სტანდარტ ბანკი"

KS

სს "პროგრეს ბანკი"

PG

სს "პროკრედიტ ბანკი"

PC

სს "საქართველოს ბანკი"

BG

სს "ლიბერთი ბანკი"

LB

სს "პრივატბანკი"

TP

სს "ხალიკ ბანკი საქართველო"

HB

სს ბანკი "რესპუბლიკა"

BR

სს "თურქეთის იშ ბანკი"

IS

სს "პაშა ბანკი საქართველო"

PB

სს "ფინკა ბანკი საქართველო"

FG

 

 


კრებსითი — სრული ვერსია