საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2930-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-12-11
გამოქვეყნების თარიღი
2015-12-11
სარეგისტრაციო კოდი
120090000.09.001.016254
საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
[(ძალადაკარგულია - 11.12.2015, №4639-Iს) (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტისა და 267-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:


1. დამტკიცდეს საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2015 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე სამხედრო ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 24 დეკემბრის №1842-რს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.12.2013, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.09.001.016192).

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმანანა კობახიძე

 

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2014 წ.

N2930-Iს

კრებსითი — სრული ვერსია