|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში (ვებგვერდი, 16/07/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.173.016001) და დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (რეგლამენტი): |
ა)
მე-16 მულის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს წევრს, გარდა იმ წევრისა რომელიც არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, საკრებულოს მიერ გამოცემული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|