„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №1 დადგენილების ( www.matsne.gov.ge., 12.08.2014, 010250040.35.160.016212) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დანართის 10-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,2. თუ საკრებულოს ღია სხდომაზე მოსულ დასწრების მსურველთა რაოდენობა მეტია, ვიდრე საკრებულოს სხდომათა დარბაზში დამსწრე პირებისათვის გამოყოფილ ადგილების რაოდენობა, სავალდებულოა სხდომის ტრანსლაცია, ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხდომაზე დასწრების მსურველთათვის სხდომის მიმდინარეობის მოსმენის და ხილვადობის უზრუნველყოფა.“.
ბ) დანართის 16-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, საკრებულოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები.“.
|