,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 სექტემბერი N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
55
მიმღები ორგანო
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-19
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-23
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.160.016265
,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 სექტემბერი N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №55

2014 წლის 19 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 სექტემბერი №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 სექტემბერი №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 22/09/2014 №010250020.35.160.016229) შევიდეს ცვლილება და დანართი 1-ის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.

,,7.  საკრებულოს განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნებათ:

ა) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;

ბ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის საჯარო რეესტრის სამსახურს;

გ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს;

დ) შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს რუსთავის სერვისცენტრს;

ე) ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე

კრებსითი — სრული ვერსია