|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) 267-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შესაბამისი კომიტეტის დასკვნის საპარლამენტო განხილვის შემდეგ პარლამენტი დადგენილებით ამტკიცებს სამხედრო ძალთა რაოდენობას. აღნიშნული დადგენილების პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 11 დეკემბერი 2014 წ. N2875-Iს |