„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
154
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-12-12
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-15
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.023.016277
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №154

2014 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №5 ბრძანებით (სსმ, ვებ-გვერდი www.matsne.gov.ge, 13/05/13 კ:040030000.22.023.016130) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ათავისუფლებს  მეურნეობის  თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომებს, განსაზღვრავს დანამატის ოდენობას.”

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია