„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
673
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-11
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.018293
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №673

2014 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/01/2011, 010220020.10.003.016206) შეტანილ იქნეს ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული  სააგენტოს

მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური


№

მომსახურების სახე

 

მომსახურების

ვადა

მომსახურების საფასური  ლარებში (დღგ-ის ჩათვლით)

1

ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებული ყურძნისეული წარმო­შობის ალკოჰოლიან სასმელებსა და ღვინის სპირტზე შესაბამისობის სერტიფიკატის, ყურძნი­სეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირე-ბისას წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა

 

 

ერთი დღე

ორი დღე

სამი დღე

მეოთხე და შემდეგი დღე

250

200

100

უფასო

 

2

მეწარმის მიერ დამტკიცებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების ტექნოლოგიური ინსტრუქციების  შეთანხმება

 

თითოეულ დასახელებაზე

300

3

ღვინისა და ღვინის ბრენდის ახალი ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლა-დადგენის შესახებ დას­კვნის მომზადება და გაცემა

 

500

 

4

ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების რეკლა­მის განთავსება სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე

ერთი წელი

500

 

5

ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ორგანო­ლეპ­ტი­­კური  ტესტირება

 

 

ყოველ ნიმუშზე

50

 

6

ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შესახებ ინფორმაციის გაცემა

 

ერთი წელი

 

200

 7

სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს ლოგოს (სასაქონლო ნიშნის)  გამოყენების უფლებით სარგებლობა

 

თითოეულ ბოთლზე

0,05“.

 


კრებსითი — სრული ვერსია