|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 მაისის №17 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 13/05/2013, ს/კ 010240030.22.023.016142) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტი. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან. |
|