„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
659
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-05
სარეგისტრაციო კოდი
010320000.10.003.018279
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №659

2014 წლის 5 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.­10.003.018196) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის“ (დანართი №1) 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უფროსი საჯარო თანამდებობა:

ა) სტრუქტურული ერთეულის (საქალაქო სამსახური) სამმართველოს უფროსი;

ბ) მერიის ადმინისტრაციის სამსახურის (აპარატი) უფროსი;

გ) მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილე;

დ) სტრუქტურული ერთეულის (საქალაქო სამსახური) განყოფილების უფროსი;

ე) მერიის ადმინისტრაციის სამსახურის განყოფილების უფროსი;

ვ) სტრუქტურული ერთეულის (საქალაქო სამსახური) სამმართველოს განყოფილების უფროსი;

ზ) რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების, აპარატის) ხელმძღვანელი; 

თ) მთავარი ბუღალტერი;

ი) თანაშემწე;

კ) რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების, აპარატის) ხელმძღვანელის მოადგილე;

ლ) მრჩეველი;

მ) მთავარი სპეციალისტი.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია