„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N16 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 01.08.2014 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016118) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი:
„ს1) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის ხელშეწყობას სამსახურში არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოყენებით;“.
|