სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მცირე სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2861-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-11-30
გამოქვეყნების თარიღი
2018-11-14
სარეგისტრაციო კოდი
010020000.09.001.016251
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მცირე სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ

(ძალადაკარგულია - 14.11.2018, №3723 საქართველოს კანონი)

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მცირე სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1802 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

მუხლი 1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მცირე სახელმწიფო გერბს იყენებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

ქუთაისი,

30 ნოემბერი 2014 წ.

N2861-Iს

კრებსითი — სრული ვერსია