„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
657
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-03
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-04
სარეგისტრაციო კოდი
480140000.10.003.018277
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №657

2014 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2014 წლის 26 ნოემბერს ხელმოწერილი „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი.
მუხლი 2
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს  ლატვიის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია