საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალის შენახვის ადგილის დადგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2856-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-11-30
გამოქვეყნების თარიღი
2018-11-14
სარეგისტრაციო კოდი
010020000.09.001.016247
საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალის შენახვის ადგილის დადგენის შესახებ

(ძალადაკარგულია - 14.11.2018, №3723 საქართველოს კანონი)

საქართველოს პარლამენტის

 

დადგენილება

 

 

საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალის შენახვის ადგილის დადგენის შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1801 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალის შენახვის ადგილად განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის ქალაქ თბილისის რეზიდენცია.

მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალი ინახება მისთვის გამოყოფილ საგანგებო ადგილას, ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის რაიმე სახით დაზიანებას.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

ქუთაისი,

30 ნოემბერი 2014 წ.

N2856-Iს

კრებსითი — სრული ვერსია