„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120260000.10.003.017853) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების I თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნებში, კურსებსა და სწავლებებში მონაწილე უცხო ქვეყნების წარმომადგენლების საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში განთავსების, სასურსათო კმაყოფაზე აყვანის/მოხსნის, სანივთე ქონებით და სხვა საშუალებებით უზრუნველყოფისა და სამედიცინო მომსახურების საკითხები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
|