საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 2078
2014 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მიერ , ინგლისური ენის მცოდნე კვალიფიციური მთარგმნელების მომზადების მიზნით , აუცილებელი მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მიერ , ინგლისური ენის მცოდნე კვალიფიციური მთარგმნელების მომზადების მიზნით, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალისაგან „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ ინგლისური ენის ტრენინგის პროგრამის აუცილებელი მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი