„ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის შექმნისა და აღნიშნულთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 ოქტომბრის N1884 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2106
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018059
„ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის შექმნისა და აღნიშნულთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 ოქტომბრის N1884 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2106

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის შექმნისა და აღნიშნულთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 ოქტომბრის № 1884 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის შექმნისა და აღნიშნულთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 ოქტომბრის № 1884 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისში, 2015 წლის 11 აგვისტოს , ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩის   მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

კახა კალაძე - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარე;

დავით ნარმანია - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი , კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ;

ალუდა გოგლიჩიძე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ;

ლევან ყიფიანი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;

აკაკი ლოდია - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი;

დომენტი სიჭინავა - ა(ა)იპ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტი;

 რევაზ არველაძე - ა(ა)იპ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის გენერალური მდივანი.“.

პრემიერ-მინისტრი  ი . ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია