საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2098
2014 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) შორის „საქართველო − შესაძლებლობების განვითარება სოფლის მეურნეობის მდგრადობის და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მიზნით (CBEARC)“ მცირე გრანტის შესახებ“ ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელი მოეწეროს „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) შორის „საქართველო − შესაძლებლობების განვითარება სოფლის მეურნეობის მდგრადობის და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მიზნით (CBEARC)“ მცირე გრანტის შესახებ“ ხელშეკრულებას.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი