2014 წლის მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2058
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-11-21
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018031
2014 წლის მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2058

2014 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

2014 წლის მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართვე­ლოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან არა უმეტეს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი მიმართოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიუ­ლი პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ანგარიშზე 2014 წლის მანდარინის (არასტანდარ­ტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების დაფი­ნანსების უზრუნველსაყოფად.

2. სააგენტომ არასტანდარტული მანდარინის გადამამუშავებელ კომპანიებზე, რომლებიც 2015 წლის 1 თებერვლამდე, სამრეწველო გადამუშავების მიზნით, ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ მანდარინს შეისყიდიან არანაკლებ 0.20 ლარად, გასცეს სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ მანდარინზე - 0.10 ლარის ოდენობით.

3. სააგენტომ 2014 წლის არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორ­ციე­ლების მიზნით, უზრუნველყოს სამუშაო ჯგუფის შექმნა საქართვე­ლოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურ­ნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით.

4. დაევალოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატურების წარდგენა სააგენტოსთვის.

5. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეო­ბის სამინისტროს ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატურების წარდგენა სააგენტოსთვის.

6. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობისას უზრუნველყოს არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების კონტროლი, წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება.

7. სააგენტომ კომპანიებზე სუბსიდიის თანხა გასცეს უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირების (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო/სააგენტო/აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩამბარებელი პირი და კომპანია) მიერ არასტანდარტული მანდარინის შესყიდვის თაობაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის სააგენტოსთვის წარდგენიდან არა უგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში.

 8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე, უზრუნველყოს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სა­ქა­რთველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დამტკიცებულ პრო­­გრამულ კლასიფიკაციაში პროგრამული კოდის „მანდარინის (არასტან­დარ­ტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებები“ და­მა­ტება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადა­დე­ბის საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები კვარტალურ განწერაში.

პრემიერ-მინისტრი                                                               ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია