სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2051
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-11-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018020
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2051

2014 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, არრაკ ნავაფ აბდულა აბდულას (დაბ. 01/04/1957, პასპორტის ნომერი: G1078640) და საად ატია ჰუსეინ ჰუსეინის (დაბ. 11/12/1963, პასპორტის ნომერი: A6260399) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 92978.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: გარდაბანი, სოფელი მარტყოფი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 81.10.17.481, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, უზ­რუნველყოს მის კომპეტენციაში შემავა­ლი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორ­ცი­ელება.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია