„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქართული სპორტის მუზეუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის N5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01/1135
მიმღები ორგანო
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-12-03
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-03
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.055.016043
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქართული სპორტის მუზეუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის N5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01/1135

2014 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქართული სპორტის მუზეუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის N5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქართული სპორტის მუზეუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის N5 ბრძანების (სსმ, ვებგვერდი, 13/01/2011, სარეგისტრაციო კოდი 040.0300.00.22.055.016.002) პრეამბულაში სიტყვები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქართული სპორტის მუზეუმის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის N217 ბრძანებულების მე-4 პუნქტის შესაბამისად“ შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის  N637 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის, მე-6 პუნქტის, მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრილევან ყიფიანი

კრებსითი — სრული ვერსია