გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
65
მიმღები ორგანო
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-01
გამოქვეყნების თარიღი
2016-04-14
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.166.016193
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №65

2014 წლის 1 დეკემბერი

ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2   პუნქტისა და „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გურჯაანის  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი თანდართული დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზვიად ყვირალაშვილი



გურჯაანის  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 

გურჯაანის  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში–წესი) განსაზღვრავს  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის ორგანოებში საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
პრემია – საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის.

მუხლი 3. საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი
1. პრემიის გამოყენებისას (გაცემისას), საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

2. პრემიის გაცემა ხორციელდება გურჯაანის  მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტიდან.

 


მუხლი 4. პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები
1. პრემია გაიცემა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან და ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.

2. პრემიის მიზნებია,  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირთა წახალისება და მათი  მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.

 


მუხლი 5. პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანამდებობის პირის – საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის, საკრებულოს აპარატის უფროსის მიმართ პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).

2. გადაწყვეტილებას საკრებულოს აპარატში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების მიმართ პრემიის გაცემის შესახებ იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალურ- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით, საკრებულოს აპარატის უფროსის წარდგინების საფუძველზე.

3. გურჯაანის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის – გამგებლის, გამგებლის პირველი მოადგილის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების მიმართ პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს  მუნიციპალიტეტის გამგებელი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).

4. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელს და გადაწყვეტილებას პრემიის გაცემის შესახებ იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 18.04.2016 წ.


მუხლი 6. პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა  არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.

2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.

3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არა უმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.

 



კრებსითი — სრული ვერსია