„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
2795-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-11-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-02
სარეგისტრაციო კოდი
220010000.04.001.016118
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი საქართველოს პარლამენტს აუდიტის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, წარუდგენს მსოფლიოს ოთხი ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის სიას, ხოლო საქართველოს პარლამენტი ამ სიიდან ტენდერის ან კონკურსის საფუძველზე არაუგვიანეს 1 დეკემბრისა აირჩევს ერთ აუდიტორულ ფირმას (გარე აუდიტორს). ამ აუდიტორულ ფირმასთან კონტრაქტი ფორმდება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წლის ვადით.“.

მუხლი 2.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ნოემბერი 2014 წ.

N2795-Iს

კრებსითი — სრული ვერსია