„ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-04
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.147.016079
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2014 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ”საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 დეკემბრის №33 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 25/12/2013; 190.020.020.35.147.016.049)  დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

   „მუხლი 41.  იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის საახალწლოდ ერთჯერადი ფულადი დახმარება

1. საახალწლოდ, ერთჯერად, ფულად დახმარებას 60 ლარის ოდენობით მიიღებენ იძულებით

გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ერედვის მუნიციპალიტეტში.

დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის  მოწმობის ასლი;

გ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; 

დ) იძულებით გადაადგილებული პირის–დევნილის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია