|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №36 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტისა და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №42 დადგენილების შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №64 - ვებგვერდი, 19.12.2018წ.
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი, №1 დანართის შესაბამისად /თან ერთვის/. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი, №2 დანართის შესაბამისად /თან ერთვის/. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ფორმა, №3 დანართის შესაბამისად /თან ერთვის/. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების
წ ე ს ი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი /შემდგომში – წესი/ განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსზე განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. წინამდებარე წესი არეგულირებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად განთავსების მიზნით. |
მუხლი 2.
ვებგვერდის ადმინისტრირება |
1. ვებგვერდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი ახორციელებს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ამ წესის მე–5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის განთავსებას. 2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მისამართია: tskaltubo.gov.ge. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №64 - ვებგვერდი, 19.12.2018წ. |
მუხლი 3.
ინფორმაციის კატეგორიები |
1. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 3. ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე სავალდებულოა. |
მუხლი 4.
ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება |
1. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი.
2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი გვერდი „პროაქტიული გამოქვეყნება“, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე–5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. 3. პროაქტიული ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი და მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი. 4. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №64 - ვებგვერდი, 19.12.2018წ. |
მუხლი 5.
ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია |
ვებგვერდზე სავალდებულო გამოქვეყნებას ექვემდებარება შემდეგი სახის ინფორმაცია:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების, კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა, მათი წესდებები; 2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები /დებულება, შინაგანაწესი/; 3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საქმიანობის შესახებ ანგარიში, კერძოდ: ა) საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ – წელიწადში ერთხელ, მისი წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში; ბ) საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში – წელიწადში ერთხელ, მისი წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში; გ) საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების, მერიისა და საკრებულოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ – წელიწადში ერთხელ, წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში; ე) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები; 4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის, მერის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების უფროსების, მერის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები; 5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიების, ფრაქციების თავმჯდომარეების, აპარატის უფროსისა და აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები; 6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოა და მერიის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი; 7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი; 8. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები; 9. საკრებულოსა და მერიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში; 10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად საკრებულოსა და მერიაში შემოსული განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა; 11. საკრებულოსა და მერიაში გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა; 12. საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში; 13. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი; 14. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია – ქვეყნდება კვარტალში ერთხელ; 15. ინფორმაცია საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირებზე, ასევე სხვა საჯარო მოხელეებზე გაცემული სარგოს, დანამატებისა და ფულადი ჯილდოს ოდენობების შესახებ (ჯამურად) – ქვეყნდება ყოველწლიურად; 16. ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა საჯარო მოხელეებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების შესახებ) – ქვეყნდება ყოველწლიურად; 17. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსანტრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით (რომელიც ემსახურება საკრებულოსა და მერიას) – ქვეყნდება ყოველწლიურად; 18. ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად; 19. საკრებულოს დადგენილებები, განკარგულებები; 20. მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ის ბრძანებები, რომლებიც მათი აზრით საზოგადოებრივი ინტერესების შემცველია; 21. ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით; 22. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 51-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი ინიციატივა, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში. 23. პეტიცია, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №64 - ვებგვერდი, 19.12.2018წ. |
დანართი №2
|
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის
სტანდარტი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულება |
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და ფორმას. |
მუხლი 2.
საჯარო ინფორმაციის გაცემა |
1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ /ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო/ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებით მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ, განცხადებაში მითითებულ ელ–ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. 3. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში, განახორციელოს მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობა. |
მუხლი 3.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა |
1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე, უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული განცხადება უნდა დარეგისტრირდეს შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ და შესყიდვების სამსახურში ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე – მერიაში მიმართვის შემთხვევაში tskaltubo1@gmail.com-ზე, ხოლო საკრებულოსათვის მიმართვის შემთხვევაში – tskaltubo.sakrebulo@gmail.com-ზე, ზემოთ ჩამოთვლილი თანდართული დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით, თანდართული ფორმის შესაბამისად /დანართი №3/.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №64 - ვებგვერდი, 19.12.2018წ. |
მუხლი 4.
საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება |
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევნება:
ა) ინფორმაციის მომთხოვნის მიერ მისივე დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას; ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას; ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას; გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას. 2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღურულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით. |
მუხლი 5.
ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები |
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (ელექტრონულ ფოსტაზე) შემოსული ელ.განცხადება, მიღებისთანავე გადაეგზავნება შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ და შესყიდვების სამსახურს რეგისტრაციისათვის და შესრულება დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს, რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.
2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება-მომზადების შემდგომ, ქალაქ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს. 3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით. 4. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ და შესყიდვების სამსახურში ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №64 - ვებგვერდი, 19.12.2018წ. |
დანართი №3
|
მოქალაქე – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
მცხოვრები – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – ტელ/მობ: – – – – – – – – – – – – – – –
ორგანიზაციის დასახელება: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – /მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება/ ინფორმაცია ელექტრონული სახით. ასევე გთხოვთ: 1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებული ელ.ფოსტის მისამართზე გადმოგზავნით – –– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –. 2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა. 3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემს/ჩვენს მიერ წარმოდგენილი მეხსიერების ბარათზე/ კომპაქტურ დისკზე; 4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა. /მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა/
დაინტერესებული პირი /განმცხადებელი/ ––––––––––––––––––––––
თარიღი: –––––––––––– |