„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი:
„42. საქონლის ზოგადი დეკლარირებისას, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ („ა.ა.ე“ ქვეპუნქტის გარდა) და „ე.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვები, რომლებიც მათი გამცემი ორგანოების მიერ ატვირთულია „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიან ელექტრონულ სისტემაში“, საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილად ჩაითვლება.“.
|