დებულების მე-6 მუხლის მეშვიდე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ჯილდო) დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს:
ა) სპორტსმენები, რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, გაეწევათ მატერიალური დახმარება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით და ასევე მათ უშუალო მწვრთნელებს – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) სპორტსმენები რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, გაეწევათ მატერიალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და, ასევე, მათ უშუალო მწრთვნელებს – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
გ) სპორტსმენებს, რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საქართველოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, გაეწევათ მატერიალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო პრიზიორებს 200 (ორასი) ლარის ოდენობით და, ასევე, მათ უშუალო მწრთვნელებს – 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
|