საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №373
1997 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
გ. გიორგაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ძველი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხთა კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გრიგოლ გიორგაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე