|
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ, 01.02.2013 წ., 010220020.35.164.016081) და: |
1.
№1 დანართის მე-6 მუხლის მე - 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით“. |
2.
№1 დანართის მე-12 მუხლის მე - 3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კონკურსის პროგრამას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|